ჩვენ შესახებ


შპს კედა 2013 წელს დაარსებული სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა, მისი ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია თხილის მოყვანა - გადამუშავებასთან.

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ქართულ თხილს გააჩნია განვითარების დიდი პოტენციალი და ძირითადად ამ სექტორის განვითარებაში მთავარია მაღალი ხარისხის საექსპორტო პროდუქციის მიწოდება ბაზარზე, რაც მიღწევადია თხილის წარმოებაში ჩართული ყველა რგოლის ერთობლივი ძალისხმევით, დაწყებული ფერმერებით და დამთავრებული გადამამუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიებით.

მოყოლებული 2014 წლიდან ვცდილობთ შევქმნათ ქართული თხილის სტაბილური განვითარების ჯაჭვი ყველა ძირითადი მონაწილის გათვალისწინებით და განსაკუთრებით ფერმერების მაქსიმალური ჩართულობით, რათა მიღწეულ იქნას მაღალხარისხიანი თხილის წარმოება.

ჩვენს თავს მოვისაზრებთ როგორც ამ ჯაჭვის ნაწილი, როგორც თხილის გადამამუშავებელი/ექსპორტიორი კომპანია, სწორედ ამიტომაც 2015-2016 წლებში შევიძინეთ როგორც საწარმოო ასევე ხარისხის გასაუმჯობესებელი უახლესი ევროპული მოწყობილობა–დანადგარები, რომლებიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სურსათის უვნებლობის და ჰიგიენურ მოთხოვნებს.

აღნიშვნის ღირსია, რომ 2016 წელს კომპანიამ მიაღწია IშO სისტემის სტანდარტებს და მიიღო ISO 22000: 2005 სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სერტიფიკატი.

შპს კედა 2017 წელს შეხვდა როგორც ქართული კომპანია ორიენტირებული გამორჩეულად მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული თხილის პროდუქციის წარმოებით.

კონტაქტი


მისამართი: საქართველო, სენაკი, რუსთაველის ქუჩა 2
ტელ +995 413274104 (en/ru)
+995 571375757 (en/ru)
+995 597375757 (ru)
ელ-ფოსტა info@kedacompany.ge